ბიას საინვესტიციო ფორუმი 2018

ყოველწლიური ფორუმის მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევები.
ფორუმმა შესაძლებლობა მისცა პოტენციურ ინვესტორებს მათთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე სახელმწიფოს და ბიზნესის პირველი პირებისგან მოესმინათ ქვეყნის მაკროეკონომიკური ასპექტები. ასევე, გასცნობოდნენ მიმდინარე და პერსპექტიულ პროექტებს ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ტურიზმში, უძრავ ქონებაში, ფინანსურ სფეროში და ა.შ.
ფორუმს ესწრებოდნენ უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების წარმომადგენლები, საინვესტიციო ბანკები, ვენჩურული კომპანიებისა და კერძო ფონდების წარმომადგენლები. "ბია ფორუმი" ადგილობრივ ბიზნესებს დაეხმარა ქართველ და უცხოელ დელეგატებთან B2B შეხვედრების დაგეგმვაში, რამაც მეწარმეებს საშუალება მისცა წარედგინათ საინვესტიციო პროექტები კონკრეტულად მათთვის შერჩეულ ინვესტორებისთვის. პირისპირ შეხვედრები გაიმართა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში.

სფიქერები
სფიქერების პრეზენტაციების ჩამოტვირთვა
სესიების ვიდეოები

ბრუნო ბალვანერას მისასალმებელი სიტყვა

ეკონომიკის მასტიმულირებელი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები

რეგიონალური ეკონომიკის მიმოხილვა

საკრედიტო რეიტინგების მნიშვნელობა ეფექტური და იაფი დაფინანსებისთვის

კაპიტალური ბაზრების, კერძო და ვენჩურული კაპიტალის როლი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისთვის

ფონდების მოზიდვა განვითარებადი ბაზრების ხელშეწყობისთვის

საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმსა და უძრავ ქონებაში

საინვესტიციო შესაძლებლობები ენერგეტიკაში

საინვესტიციო შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში და საქართველოს ექსპორტის პერსპექტივები

სფიქერების პრეზენტაციები
ჩატარებული ფორუმები
ჩვენი წარმატებული ივენთები და გამოფენები

ფორუმის მხარდამჭერები

სატელევიზიო მიმოხილვები
ბიას ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმი 2018: საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა

განთავსება

Sign Up For Newsletter

Sign up to receive email updates about the event