საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები 2017

ბიას საინვესტიციო ფორუმი: საქართველოს ეკონომიკა - პერსპექტივები და გამოწვევები
20 მარტი, 2017

2017 წლის 20 მარტს სასტუმრო რედისონში “ბიას” ორგანიზებით საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი: „საქართველოს ეკონომიკა – პერსპექტივები და გამოწვევები“ გაიმართა. ფორუმს ეწვია 450-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის ინვესტორები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკით. დელეგატებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ადგილობრივი  და რეგიონული ეკონომიკის შესაძლებლობებისა და გამოწვევების. ფორუმი 11 პანელური სესიისგან შედგებოდა, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იყო საქართველოს, როგორც ბიზნესისა და უცხოელი სტუმრებისთვის მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენის, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებისა და არსებული საგადასახადო და სამართლებრივი გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ.  მეორე მხრივ კი, ადგილობრივ ბიზნესებთან, ვენჩერული კაპიტალის ფონდებთან, წამყვან საკრედიტო რეიტინგების კომპანიებთან და კაპიტალურ ბაზრებთან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისკენ.

ბიას გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა აიეტ კუკავამ განაცხადა: „ფორუმის მიზანი იყო წარმოეჩინა საქართველოს უპირატესობები არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესებისა და მთავრობის პერსპექტივიდან, არამედ იმ უცხოელი ექსპერტებისა და უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების რეგიონალური მენეჯერების თვალთახედვით, რომლებსაც რეალობის ობიექტურად შეფასების გამოცდილება აქვთ. ფორუმზე წარმოდგენილი პროექტები და შესაძლებლობები უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური კუთხითაც.“

ბიასა და ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის მხარდაჭერით დაიჯავშნა 100-მდე B2B შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან. ქართულ კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ თავიანთი ბიზნესი, განევითარებინათ საექსპორტო არხები და დაემყარებინათ გრძელვადიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან.

ბია ფორუმის ფარგლებში გაიმართა შოფფესტი, სადაც ქართული ბიზნესები წარმოდგენილები იყვნენ განსაკუთრებული პირობებით. ფორუმის 400-ზე მეტ დელეგატსა და დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა შოფფესტის ფარგლებში წარმოდგენილი ექსკლუზიური შეთავაზებებით. ბია ფორუმის პლატინის სპონსორი იყო “King David”, რომელმაც საქართველოში 70 მლნ-ს ინვესტიცია განახორციელა. ფორუმის პარტნიორი იყო „პაშა ბანკი“.

ფორუმის მეორე დღეს ბიამ ბიზნეს ტურები გამართა უცხოელი დელეგატებისთვის „ქართული ლუდის კომპანიასა და „სარაჯიშვილში“.

ფორუმი გალა ვახშმით დაიხურა, სადაც უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოდა და ფოლკლორულ მემკვიდრეობას.

შეფასებები

დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი
ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ესაა პლატფორმა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას წარმოვაჩინოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და განხორციელებული რეფორმები, ისევე როგორც მილსადენის პროექტი. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია თავისი ბიზნეს კლიმატითა და შესაძლებლობებით, რომლებსაც ვთავაზობთ საქართველოთი დაინტერესებულ ინვესტორებს. საქართველოა არის ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სავაჭრო ხელშეკრულებებს ევროპასა და აზიასთან, მანამ სანამ ჯერ კიდევ არსებობს ასათვისებელი ენერგეტიკული პოტენციალი და პროდუქციისა და სერვისის სფეროს განვითარების შესაძლებლობა“.

მერსი ტემბონი
სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი, მსოფლიიო ბანკი

„ესაა ფორუმი, რომელიც იდეების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. როგორც ჩემს პრეზენტაციაში აღვნიშნე, საქართველო არის ნაყოფიერი გარემო ბიზნესისათვის, რადგან ჰყავს რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობა. მათ გაატარეს ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, რამაც გამოიწვია ეკონომიკის ლიბერალიზაცია, საგრძნობლად გააუმჯობესდა ბიზნეს გარემო, რესურსები ხელმისაწვდომი გახდა და საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებული. ასე რომ, ეს ნამდვილად ნაყოფიერი მიწაა ბიზნესმენებისთვის რომ განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩავატაროთ ასეთი ფორუმი, სადაც თავს მოვუყრით ყველაფერ აღნიშნულ საკითხს და დავარწმუნებთ ინვესტორებს.“

ლუკ ფრენსონი
Green Lending-ის უფროსი, responsibility, შვეიცარია
აუცილებელია, შევინარჩუნოთ ბალანსი ბიზნესში რეგულაციებსა და ნდობას შორის და საქართველოს ნამდვილად კარგი პოზიცია უკავია ამ საკითში. ინვესტორები ნდობით უყურებენ საქართველოს ბაზარს. მთავარი კითხვა ახლა ისაა, როგორ უნდა გახდეს საქართველო რეგიონული მოთამაშე? ჩვენ ვაფინანსებთ არა თხილის პროდუქციის კომპანიებს ქვეყანაში და უპირატესობას ვანიჭებთ მათ, ვისაც აქვს წვდომა ექსპორტის ბაზრებზე. ევროპელი მომხმარებლები არაცნობილ ბრენდებს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ქართულ პროდუქციას ნამდვილად აქვს შანსი“.

ანანდ ჩანდანი
 EECCA / MENA რეგიონული დირექტორი, responsibility, საფრანგეთი

„ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი აღსაქმელია…  ყველა მხარის, ინვესტირების, სამეწარმეო საზოგადოებისა და მთავრობის ერთობლივი ძალა, რათა არა მხოლოდ გავაანალიზოთ შესაძლებლობების მიზეზი, არამედ მივაღწიოთ ეკონომიკურ განვითარებას ინოვაციების მეშვეობით. მივაღწიოთ ეკონომიკურ განვითარებას ბიას მუშაობის, მთავრობის ძალისხმევისა და ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის მეშვეობით. ვფიქრობ, ეს არის მთავარი ელემენტები და აღფრთოვანებული ვარ, რომ მომეცა შანსი მონაწილეობა მიმეღო და გამეზიარებინა ჩემი მეწარმეებთან და ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილება, რათა დავეხმაროთ დიდი კომპანიების აშენებასა და ინვესტორული კავშირების შექმნაში.“

 

ზაქარი ლოურენსი
Founding Member, Venture Ohio, USA
ამ ღონისძიებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის აღიარების გაზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტორები აქედან. ეს არის ბიზნესის არსი, კაპიტალის ზრდა და ადგილობრივი ბიზნესის პოპულარობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გიორგი აკირთავა
Wells Fargo-ს ვიცე პრეზიდენტი, ამერიკი შეერთებული შტატები
„This event has great importance in terms of raising Georgia’s economic recognition, especially in the United States, so we can attract investors from there. This is the essence of business, to grow capital and let the local businesses become popular not only in Georgia but around the entire world as well”

ელენა ელისენკო
ფილიალის ხელმძღვანელი, რუსეთი, CIS, S&P Global Ratings

„მე ვსტუმრობდი საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან საინტერესოა ხედავდე, როგორ იზრდება ეკონომიკა. ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს S&P-ში და როგორც იცით ის იმყოფება BB-რეიტინგიზე, შესაბამისად ანალიტიკოსები მოდიან რეგულარულად, რათა შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს და დაგეგმონ შეხვედრები რეიტინგთან დაკავშირებით ყველა საჭირო მხარის ჩართულობით. ასე რომ, ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ, მაისსა და სექტემბერში ჩვენ განვაახლებთ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს. ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, ის აერთიანებს კაპიტალის ბაზრის მამოძრავებელ მხარეებს, ბანკებს, მუნიციპალიტეტებს, მთავრობასა და რეიტინგის სააგენტოებს, რომლებიც ინვესტორებს აწვდიან დამოუკიდებელ შეხედულებებს კორპორაციების კრედიტუნარიანობის მნიშვნელობის შესახებ. ის ასევე აჩვენებს ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს, რა არის მათი მნიშვნელობა ამ ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანი საბაზრო განათლების განვითარებაა.“

სატელევიზიო მიმოხილვები
ბიას საინვესტიციო ფორუმი 2017
ფორუმის სპონსორები
შოპ-ფესტის მონაწილეები
Sponso
Sponso
Sponso
Sponso
Sponso
Sponso