ქიშინვექს 2018

ქიშინვექს 2018
ქიშის კუნძული, ირანი. 22-25 ოქტომბერი, 2018

ქიშინვექსი, როგორც ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღონისძიება, ძირითადად, ორიენტირებულია ირანის საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობების წარდგენასა და დამსწრეთა პროფესიული ქსელებით უზრუნველყოფაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი ირანის ბაზარზე. ქიშის კუნძული ღონისძიებას 2018 წლის 22-25 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ქიშინვექსი დელეგატებსა და ბიზნეს კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას წარადგინონ თავიანთი ბიზნეს შესაძლებლობები. ქიშინვექსში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა საერთო ბიზნეს ინტერესების აღმოჩენისა და ინვესტიციების განხორციელებისათვის ერთ-ერთ ყველაზე დივერსიფიცირებულ ბაზარზე შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში.

ქიშ ინვექსი არა მხოლოდ პროფესიული პლატფორმაა, არამედ წარმოადგენს ბიზნეს კომუნიკაციებისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც ირანის ეკონომიკის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

უამრავი მაღალი რანგის მენეჯერი, აღმასრულებელი დირექტორი, კერძო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლი დაესწრებიან გამოფენებს, კონფერენციებს, სამიტებს და შესაძლებელი იქნებათ დაჯავშნონ B2B შეხვედრები. ქიშის საერთაშორისო კონვენციისა და საგამოფენო ცენტრი  ქიშინვექს 2018-ს 22-25 ოქტომბერს უმასპინძლებს.

რატომ ქიშინვექსი?

kishicc

                            ირანის შესაძლებლობები

ირანს გააჩნია რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკა შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, 80 მილიონზე მეტი მოსახლეობა, დივერსიფიცირებული ბაზარი, რომელიც ასათვისებელი დარჩა. შესაბამისად, ირანი ფლობს მრავალრიცხოვან საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებს, რომლებიც ღიაა ინვესტიციებისა და ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობებისათვის.

11

                              წინა წლის შედეგები

ქიშინვექს 2017-ს ეწვია 10000 ადამიანი ირანიდან და მსოფლიოს 24 სხვა ქვეყნიდან. გამოფენაში 280-ზე მეტი შიდა და 70-ზე მეტი უცხოური კომპანია და ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, ჩატარდა 24 პროფესიული სამიტი და კონფერენცია.

8-e1502620570504

                                 სამუშაო გარემო

ქიშის კუნძული თავისუფალი ვაჭრობისა და სპეციალური ეკონომიკური ზონაა, რომელიც თავისუფალია სავიზო რეჟიმისგან. ეს ხელს უწყობს საერთაშორისო კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ გამოფენაში. კიში უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს მენეჯრებისა და ექსპერტების შეხვედრებისათვის.

marina-12

                                 ადგილმდებარეობა

ღონისძიება ტარდება კიშის კუნძულზე, რომელიც მდებარეობს სპარსეთის ყურეში. კიშის კუნძული 2010 წელს ნიუ იორკ თაიმსის 10 ულამაზეს კუნძულს შორის დასახელდა. ლამაზი ბუნება და შთამბეჭდავი ლანდშაფტი კუნძულს სამხრეთ-დასავლეთ აზიის ყველაზე მონახულებად დანიშნულებად აქცევს.

2016-overview-1

                    B2B შეხვედრები და კონფერენცია

ქიშინვექსი თქვენს კომპანიას საშუალებას აძლევს სწრაფად და ეფექტურად დაგეგმოს ბიზნეს შეხვედრები. B2B სერვისის საშუალებით, ჩვენმა გამომფენებმა და ვიზიტორებმა უკვე იციან თუ რომელ კლიენტთან სურთ შეხვედრა.

Mollasadra03

                         სამიტები და კონფერენციები

ქიშინვექსი ყოველწლიურად ატარებს პროფესიულ და სპეციალურ სამიტებსა და კონფერენციებს ბიზნესის კეთებასა და ინვესტირებასთან დაკავშირებით. სამიტები და კონფერენციები ტარდება ყოველდღე დილის 08:00-დან 14:00-მდე კიშის საერთაშორისო სამიტების ცენტრში.

საერთაშორისო პარტნიორი საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში
Logo_01

ბია ფორუმი გახდა ქიშინვექსის საერთაშორისო პარტნიორი საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში უცხოური ბიზნესებისა და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოების მიზნით. ბია პოტენციურ ინვესტორებს აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ბია მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს ინფორმაციის კომპანიების პარტნიორია ყველაზე დიდი საინფორმაციო ბაზით. ბია დაეხმარება თქვენს კომპანიას დონის ზრდასა და საერთაშორისო მიზნებზე ორიენტირებაში.

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ info@biaforum.ge-ზე.

ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ირანს შორის
23 ოქტომბერი, 2018. რაზი ჰოლი, ქიშის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი
10:00-10:05 am
Welcome Speech
Mr. Aieti Kukava, Ceo of JSC Bia
10:05-10:20 am
Economic Overview of Georgia
Representative from the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
10:20-10:40 am
Regional Overview of Georgia
10:40-10:55 am
Promoting Trade Relations between Iran and Georgia
Mr. Genadi Arveladze - Deputy Minister of Economy and Sustainable Development of Georgia (tbc)
11:00-12:00 am
Investment Opportunities in Infrastructure and Energy
Investment Projects Presentations
12:00-13:00 am
Investment Opportunities in Tourism
Investment Projects Presentations
13:00-14:00 am
Promoting Import-Export between Iran and Georgia
Mikheil Khidureli - Director, Enterprise Georgia (tbc)
Investment Projects Presentations by Alliance Group Capital
logo Kish Invex

ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს

აღმოაჩინეთ დაუსრულებელი შესაძლებლობეი ქიშინვექს 2018-ზე!