აიეტი კუკავა

აიეტი კუკავა
სს "ბიას" აღმასრულებელი დირექტორი

აიეტ კუკავას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო და საფინანსო სექტორში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. 2004 წელს ოთხ კომერციულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად დაარსა პირველი საკრედიტო ბიურო საქართველოში, სს „კრედიტინფო საქართველო“. 2002 წელს, მოიპოვა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კლარკის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები. სწავლის დასრულების შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში შვიდწლიანი გეგმის შესრულების იდეით შთაგონებული, რომ დაეარსებინა დივერსიფიცირებული საფინანსო მომსახურების კომპანია.

2005 წელს, ბატონმა აიეტ კუკავამ დააარსა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და მას შემდეგ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას ასრულებს. ის ასევე არის საქველმოქმედო ორგანიზაციის “არძას” დამფუძნებელი. აიეტ კუკავას ამჟამინდელი თანამდებობებია: სს “ბიას” აღმასრულებელ დირექტორი, ლიზინგის ასოციაციის თავმჯდომარე და “ალიანს ჯგუფი ლიზინგი” -ს გენერალური დირექტორი.