აკაკი საღირაშვილი

აკაკი საღირაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

აკაკი საღირაშვილი არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2007 2015 წლების განმავლობაში ბატონი აკაკი მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში და იკავებდა შემდეგ პოზიციებს: კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი; ინფრასტრუქტურის დირექტორის მოადგილე ადმინისტრირებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დარგში; იურიდიული სამსახურის უფროსი, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლე-მატერიალური ფასეულობების განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე; აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში; ქონების მართვის სააგენტო, საიჯარო ურთიერთობების ადმინისტრირების ჯგუფის იურისტი. 2009-2011 წლებში აკაკი საღირაშვილი იყო სამოქალაქო სამართლის ლექტორი კაკავკასიის სამართლის სკოლაში CSL.
აკაკი საღირაშვილმა მიიღო სამოქალაქო სამართალის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს და ასევე, სამოქალაქო სამართალის მაგისტრის ხარისხი ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტში.