ბრუნო ბალვანერა

ბრუნო ბალვანერა
EBRD-ის ცენტრალური აზიის რეგიონის მმართველი დირექტორი

ბრუნო ბალვანერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 1996 წელს შეუერთდა. ამჟამად იგი არის ცენტრალური აზიის რეგიონის მმართველი დირექტორი. საქართველოში იგი იკავებდა EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის დირექტორის პოზიციას. მისი გამოცდილება მოიცავს მრავალ სექტორს, ქვეყანასა და პროდუქტს. 2008-2013 წლებში ბრუნო ბალვანერა იყო EBRD-ის რეგიონული განვითარების ხელმძღვანელი, მოსკოვში იგი პასუხისმგებელი იყო EBRD-ის შვიდი ფედერალური ოლქის ოფისების ზედამხედველობაზე. უკანასკნელი ორი წელი იყო სანკტ პეტერბურგის ოფისის ხელმძღვანელი. მანამდე, ბრუნო ბალვანერა იკავებდა ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელის პოზიციას, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა ეთანამშრომლა არაერთ პოტენციურ ინვესტორთან EBRD-ის საოპერაციო ქვეყნებში.

ბრუნო ბალვანერას აქვს ფართო გამოცდილება განვითარებად ქვეყნებში ფინანსურ მოლაპარაკებებსა და ინვესტიციების სტრუქტურიზაციაში, მათ შორის მათ შორის ლათინურ ამერიკაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. იგი იყო სხვადასხვა კომპანიების მმართველი საბჭოს წევრი. EBRD-ში მუშაობის დაწყებამდე, ბრუნო ბალვანერა მუშაობდა მექსიკის განვითარების ბანკებში საინვესტიციო მენეჯერად, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე სხვა იურისდიქციებში, ძირითადად ლათინურ ამერიკაში და კარიბის ქვეყნებში.

მისი ძირითადი სპეციალობა არის ინდუსტრიული ინჟინერია. შემდგომ იგი სპეციალიზდა ფინანსებისა და პოლიტიკური ანალიზის მიმართულებით. რამდენიმე წლის შემდეგ, მან მიიღო ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.