კატარინა ბიორლინ ჰანსენი

კატარინა ბიორლინ ჰანსენი
კავკასიის რეგიონის რეგიონალურ დირექტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

კატარინა მუშაობდა კარლ ბრო-ს საკონსულტაციო კომპანიაში 1996-2006 წლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ფარავდა შემდეგ რეგიონებს: კავკასია, სამხრეთ აზია და შუა აღმოსავლეთი. ამ პერიოდის განმავლობაში კატარინა ცხოვრობდა კოპენჰაგენში, მოსკოვსა და ბანგკოკში და მუშაობდა ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებასა და განხორციელებაზე, ისევე როგორც გარემოსდაცვით სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებით.
კატარინა შეუერთდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 2006 წელს და პასუხისმგებელი იყი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორზე ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსსა და მოსკოვში 2006-2016 წლებში. ამ პერიოდის განმავლობაში მან განავითარა და განახორციელა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები 100-ზე მეტ ქალაქში მყარი ნარჩენების მართვის, წყალმომარაგება, ჩამდინარე წყლების მართვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რაიონის გათბობისა და ჭკვიანი ქალაქის ინვესტიციების მიმართულებით.
2016 წელს დაინიშნა ეგვიპტის კაიროსა და ალექსანდრიას ოფისების დირექტორის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა 70 ადამიანს. 2018 წელს ეგვიპტე გახდა EBRD-ის ყველაზე დიდი ქვეყანა სხვადასხვა სექტორში განხორციელებული პროექტებით. 2019 წლის 1 აპრილიდან კატარინა ოფიციალურად დაინიშნა EBRD-ის კავკასიის რეგიონის რეგიონალურ დირექტორად.
კატარინას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსებში აღმოსავლეთმცოდნეობის და აფრიკული კვლევების სკოლაში, ლონდონი.