მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ მინისტრი

მამუკა ბახტაძე არის საქართველოს პრემიერ მინისტრი. 2017-2018 წლებში იგი იკავებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოზიციას. 2013 წლის მარტიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი. 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურ დირექტორად, ხოლო 2007-2008 წლებში იყო სასტუმროების ქსელი “რჩეულის” და მასთან დაკავშირებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2003 წელს ერთდროულად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტსა და მიკროეკონომიკაში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრომექანიკური ინჟინერიის მიმართულებით. სწავლა გააგრძელა ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2005 წელს გახდა ბიზნესის უმაღლესი სკოლის მაგისტრი. ხოლო, 2009-2010 წლებში მამუკა ბახტაძემ მოიპოვა INSEAD-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი ელექტრო და ელექტრონიკულ ინჟინერიაში.